ახალი ამბები
მომნატრებიხართ - ქუთაისში რობი კუხიანიძისა და ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
FaceBook
პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში ქუთაისში რეაბილიტირებულ უბანში კონცერტი ჩატარდა.

მასში მონაწილეობა მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ და ჯგუფმა "ფრანმა" მიიღეს. კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამას პუბლიკისთვის ხელი არ შეუშლია კონცერტს ბოლომდე დასწრებოდა.
„მომნატრებიხართ“, - განუცხადა ვერიკო ანჯაფარიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მსმენელებს მუსიკოსმა გაგა ჩიხლაძემ. 


Check In Georgia ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბევრი კულტურული ღონისძიების გამართვას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში მორიგი კონცერტი ქუთაისში სექტემბერში გაიმართება.



.
Print