ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "ცისფერყანწელთა" 100 წლის იუბილე აღნიშნეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ცისფერყანწელთა"ლიტერატურული დაჯგუფების შექმნიდან მე–100 წლისთავი კონფერენციით აღნიშნეს.

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში, წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორებთან ერთად, ბათუმისა და თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრებიც მონაწილეობენ.

"სიმბოლურიც არის და აუცილებელიც, რომ ქუთაისში ჩატარდა ეს შეხვედრა. სწორედ, აქ დაირწა "ცისფერყანწელთა" აკვანი," – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოციერბულმა პროფესორმა, გია ხოფერიამ.

კონფერენციაზე ერთ–ერთი მოწვეული სტუმარი ბათუმის უნივერსიტეტის პრიფესორი, შოთა ზოიძე გახლავთ.

"ქუთაისმა დიდი მწერლები მისცა ქვეყანას. ჩვენ გვყავდა აკაკი და გალაკტიონი, ირაკლი აბაშიძე, "ცისფერყანწელები", რომლებიც შეუფასებელი განძია საქართველოსთვის. მიხარია, რომ კონფერენციაზე წარმოვადგენ თემას გაზეთ "ცისფერყანწელებზე", მის რეიტინგსა და რეალობაზე," – განაცხადა შოთა ზოიძემ.

კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–მეცნიერებთა ფაკულტეტისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს.

Print