ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომობილების შესაძენად 175 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
მიმდინარე წელს ქუთაისის მერია 175 000 ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენას გეგმავს. ქალაქის მერიის 2015 წლის შესყიდვების გეგმაში აღნიშნული ჩანაწერი მიმდინარე წლის 13 თებერვალს არის გაკეთებული.

შესყიდვების გეგმის მიხედვით, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.


KutaisiPost
ქუთაისის მერია ავტომობილების შესაძენად 175 000 ლარს დახარჯავს" />

KutaisiPost


ქუთაისის მერიის შესყიდვების გეგმას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომაგენლები აკრიტიკებენ. საკრებულოს უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერს, ავტობომილების შეძენისთვის გამოყოფილი თანხის სოციალურ საკითხებში დახარჯვისაკენ მოუწოდებს.

Print