ახალი ამბები
მე-11 კლასელთათვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან იწყება
FaceBook
მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეები 4 საგანს - გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმიას ჩააბრებენ.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი - გეოგრაფია, 13 ივნისი - ბიოლოგია, 14 ივნისი - ფიზიკა, 15 ივნისი - ქიმია.

როგორც "ქუთაისიპოსტს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოსაშვები გამოცდებისათვის სულ 38 000 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ თუ მოსწავლემ რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახა, საგნის გადაბარება მომდევნო წელს შეეძლება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16-17 ივნისს ასევე ჩატარდება დამატებითი გამოსაშვები გამოცდები, სადაც ჩაბარების უფლება მათ ექნებათ, რომლებიც 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდნენ.

დამატებით გამოსაშვებ გამოცდებზე სავარაუდოდ 100 - ზე მეტი მოსწავლე დაიშვება.


Print