ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში130–მდე სტუდენტი სწავლის გადასახადით დაფინანსდა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 130–მდე სტუდენტი სწავლის საფასურით დააფინანსა.

მათ, მიმდინარე წლის სწავლის გადასახადის დასაფარად, 100–დან 300 ლარამდე ოდენობის თანხა ანგარიშზე გადაერიცხათ.

"დავაკმაყოფილეთ ყველა შემოსული განცხადება. დაახლოებით 130–მდე სტუდენტს დავეხმარეთ სწავლის საფასურის გადახდაში," – განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა.

სტუდენტებისთვის დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მხოლოდ იმ სტუდენტებს შეეძლო, რომლებიც იყვნენ: რეგისტრირებული სოცილურად დაუცველთა ბაზაში, საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადადგილებული, დედით ან მამით ობოლი და ცოლ–ქმარი.

სტუდენტებისთვის სწავლის საფასურით დაფინანსების პროექტზე წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 24 000 ლარამდე თანხა დახარჯა.

Print