ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს ახალი ავიაკომპანია ემატება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair -ს შემოსვლას პროგნოზირებენ.

აეროპორტის ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ ოპერირების დაწყების შესახებ ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის მანძილზე, მგზავრთა ნაკადი 16%-ით გაიზარდა, რასაც ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების არსებობას უკავშირებენ.

"2015 წელთან შედარებით 2016 წელს მგზავრთა ნაკადის ზრდა გამოწვეულია როგორც დაბალბიუჯეტიანი, ასევე სხვა ავიაკომპანიების მგზავრთა ნაკადის ზრდით," - ამბობენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.

მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის მანძილზე, ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის აეროპორტი 43 365 მგზავრს მოემსახურა.

ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "WizzAir", 2016 წლის 23 სექტემბრიდან კიდევ 7 ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენების შესრულებას.

ესენია - ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, მილანი, სოფია, ლარნაკა და სალონიკი.

ავიაკომპანია, ასევე ჩვეულებრივ გააგრძელებს არსებული მიმართულებებით ოპერირებასაც, რომელიცაა ვარშავა, კატოვიცე, ვილნიუსი და ბუდაპეშტი.

მგზავრობის მინიმალური ღირებულება 39.99 ევრო იქნება.

Print