2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის" აღსანიშნავად,
ქალაქში, ღია ცის ქვეშ, გალაკონცერტი გაიმართება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვის
[SMP250001072] დოკუმენტის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას ა(ა)იპ
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ და თათია მოსეშვილი
(DJ TATULI) მიიღებენ.
აღნიშნული მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 31 000 ლარი
დაიხარჯება.
"ღია ცის ქვეშ გამართულ გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ (დირექტორი კახი
მარკოზაშვილი) და თათია მოსეშვილი (DJ TATULI). მათი ექსკლუზიური
უფლებამოსილება დადგინდა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა
ასოციაციის (IPOA) მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე",- წერია
გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტში.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულის “გვირილობის“, იგივე
"ორმაისობის" აღსანიშნავად
მზადება დაიწყო.
პირველი სახელმწიფო შესყიდვა [NAT250006656] „ქუთაისობა 2025“-ის
ღონისძიებების ორგანიზებაზეა გამოცხადებული, რომლისთვისაც 107 100
ლარია განსაზღვრული.
მერიას მეორე ტენდერი [NAT250006658] ღონისძიების საკონცერტო სცენით,
გახმოვანების აპარატურითა და მხატვრული განათებით მომსახურების
შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 32 200
ლარია.
"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც
ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ
ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი
დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა
ფოტო: ქუთაისი • Kutaisi
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიამ "ორმაისობისთვის" მზადება დაიწყო -
გამოცხადებულია 140 000-მდე ლარის ტენდერები
მასალის გამოყენების პირობები