ახალი ამბები
ქუთაისში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრობა უფასო იქნება
FaceBook
აღდგომის დღეებში, კერძოდ, 20 და 21 აპრილს, ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ყველა სვლა-გეზი უფასო იქნება და ავტობუსები, ჩვეულებრივ, აქამდე უკვე დადგენილი გრაფიკის მიხედვით იმოძრავებენ.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, სასაფლაოების მიმართულებით კონკრეტული ტრანსპორტი გამოყოფილი არ იქნება, ვინაიდან ავტობუსები თითქმის ყველა საქალაქო სასაფლაოსთან მიდის. 




Print