ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ჰამბურგის მმიმართულებით ფრენები განახლდა
FaceBook

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.


უწყების ცნობით, უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად კი, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს, საქართველოს გერმანიიდან, ჯამურად, 78 644 ვიზიტორი ესტუმრა. 29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს, ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, ამ ეტაპზე, 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

 

Print