დღეს, საქართველოში ქართული ენის
დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს, თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია ჩატარდა.
ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საქართველოს კომუნისტური
პარტიის მიერ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შეცვლის
მცდელობის აპროტესტებდნენ. ამ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, 1990 წლის
14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე დაწესდა. ამ დღესთან
დაკავშირებით, ყოველი წლის 14 აპრილს, საქართველოს მოქალაქეები
დედაენის ძეგლებთან იკრიბებიან და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო
ენის დღეს აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები