ახალი ამბები
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება
FaceBook

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. 

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.




 

Print