ახალი ამბები
ქუთაისი - სათაფლიის მიმართულებით ელექტროავტობუსი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისიდან სათაფლიის მიმართულებით ახალმა ელექტროავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო.

ავტობუსი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყოველდღიურად იმუშავებს (გასვლის ინტერვალი 30 წუთი).

ტრანსპორტი იმოძრავებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან (რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთა), რუსთაველისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით – სათაფლიის მიმართულებით. 

მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათითაა შესაძლებელი.
Print