ახალი ამბები
ქუთაისში, ავტომობილი აფთიაქში შევარდა
FaceBook
ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე, ავტომობილი პსპ-ს აფთიაქში შევარდა.

შემთხვევა დღეს, დილის საათებში, მესხიშვილის თეატრის უკან მდებარე აფთიაქში მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩამსხვრეულია აფთიაქის ვიტრინა.

პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
Print
თეგები: #ქუთაისი