ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, 7 აპრილი, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.

"8 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან, შემოდის ცივი ჰაერის მასები. 10 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება 10-11 გრადუსამდე და წვიმა, მაღალმთაში - თოვლჭყაპი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 11 აპრილს ნალექის ინტენსივობა შედარებით შესუსტდება.
Print
თეგები: #ამინდი