ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) კი ჰაერი +24, +26 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს (მესტია, ბახმარო), ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს, ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება.  

Print
თეგები: #ამინდი