4 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის,
დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო
ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები იცვლება.
შესაბამის ბრძანებას "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრი ანრი
ოხანაშვილი აწერს ხელს და ის უკვე
საკანონმდებლო მაცნეზეა გამოქვეყნებული.
ბრძანებაში აღნიშნულია ისიც, რომ უკვე გაცემული და დღეს მოქმედი
"შესაბამისი მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით
მოქმედებს".
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები საერთაშორისო ISO/IEC 7810
სტანდარტის შესაბამისი იქნება. ახალი ბრძანებით, ის უნდა
შეიცავდეს:
სახელს და გვარს; სქესს და მოქალაქეობას; დაბადების და
დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის
ნიმუშს;
მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის
თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;
ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ
გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ
გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის
მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ
ინფორმაცია.

ახალი მოწმობის ფოტოები
ახალი ფორმის მოწმობების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული
ღონისძიებების გატარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
დაევალა.
მასალის გამოყენების პირობები