ახალი ამბები
11-13 მარტს, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, 11-13 მარტს, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნული მონაკვეთის გზის საფარი ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა დააზიანა, რის გამოც შეკეთების სამუშაოები განხორციელდება.

"სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით", - განმარტავენ გზების დეპარტამენტში.
Print