ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე დათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, 8-10 მარტს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს (მესტია, ბახმარო), 8-10 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე გათბება. 

თბილი და უნალექო ამინდი იყო აღმოსავლეთ საქართველოშიც.
Print
თეგები: #ამინდი