ახალი ამბები
10 მარტიდან, ბაღდათი-საირმეს გზაზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება
FaceBook
10 მარტიდან 10 აპრილამდე, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ყოველდღიურად შეიზღუდება. 

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში მოძრაობა თავისუფალი იქნება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 







Print