ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობისას დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
FaceBook
უკვე რამდენიმე დღეა, რაც იმერეთის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის დროს დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ის, დიდთოვლობის პერიოდში, სამტრედიის სოფელ ჭაგნიდან გავიდა. შემჩნეულია ქალაქ სამტრედიასა და ხონში. 

"აქვს მეხსიერების და მეტყველების პრობლება, ატარებს წვერს, აცვია სამხედრო ქურთუკი და ბათინკები.

შემჩნევის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 591048065 ან დარეკოთ 112-ში (არიან ჩართული ძებნაში)",- წერენ სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები.
Print