ახალი ამბები
უამინდობის გამო, შეჩერებული სარკინიგზო რეისები დღეიდან განახლდება
FaceBook
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო შეჩერებული რეისები, დღეიდან, 5 მარტიდან, არსებული განრიგით განახლდება.

მათივე ცნობით, მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი;
№6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
№6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური;
№6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ან ვებ-გვერდების საშუალებით: https://gr.com.ge; https://railway.ge;

ერთკვირიანი უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზას გარკეული რეისები შეჩერებული ჰქონდა. 

Print