ახალი ამბები
რეგისტრაცია 2025 წლის გამოცდებისათვის დაიწყო
FaceBook
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო.

2025 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა 2 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის გავლა online.naec.ge-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 


ამავე თემაზე:

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

Print