ახალი ამბები
იმერეთში 6 სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება
FaceBook
თითქმის ერთკვირიანი ინტენსიური თოვის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელი ისევ ჩაკეტილი რჩება.
კერძოდ, ამ დრომდე, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 4 მუნიციპალიტეტის სოფლები: სამტრედიის მუნიციპალიტეტში - სოფელი გამოჩინებული და თხილაგანი; 

ხარაგაულში - სოფელი ჭარტალი და გუდათუბანი; ბაღდათში - სოფელი საკრაულა; ტყიბულის მუნიციპალიტეტში - სოფელი მუხურა. 

როგორც იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - 24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები.

მათიცე ცნობით, მუნიციპალიტეტებში ორი დღეა, მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები.

იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
Print