ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კერძოდ, დღეს და ხვალ, 3-4 მარტს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, რომელიც შესაძლოა, საღამოს საათებში თოვჭყაპში გადავიდეს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. 

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 4, 6 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში კი - 0, 2 გრადუსი. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 5-6 მარტს გამოიდარებს და შედარებით უნალექო ამინდი იქნება. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც 6-9 გრადუსამდე. ღამის საათებში კი ყინვაა მოსალოდნელი.

6 მარტს, დღის ბოლოდან, უმეტეს რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი 8 მარტის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
Print
თეგები: #ამინდი