ახალი ამბები
60 ჩაკეტილი სოფელი - რა ვითარებაა იმერეთის მუნიციპალიტეტში
FaceBook
დიდთოვლობის შედეგად, იმერეთში,  60 სოფელი ისევ ჩაკეტილია რჩება.

იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დრომდე  9 120 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. 

მათივე ცნობით, იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები და წუხელვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. დილიდან კი, 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.

როგორც იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შეფერხების აღმოფხვრა.
Print