ახალი ამბები
გარესამყაროს მოწყვეტილი 100-ზე მეტი სოფელი - რა ვითარებაა იმერეთი
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო წმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 103 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება.
მისივე განცხადებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 ათასამდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი - 1 603 აბონენტს.

ამასთან, სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში.

"12-ვე მუნიციპალიტეტში არსებული რესურსით ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება. რეგიონის მასშტაბით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ჩაერთო",- განმარტა ლევან ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს ხარაგაულს: მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 2 მეტრზე მეტია. 

იმერეთში მე-4 დღეა, ინტენსიურად თოვს. 26 თებერვალს, გვიან ღამით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ თავდაცვის ძალებიც.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი.
Print