ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა, დიდთოვლობის გამო, 15 რეისს აუქმებს
FaceBook
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს, რამდენიმე რეისს აუქმებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უქმდება 15 რეისი:

"26 თებერვალი: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი;

27 – 28 თებერვალი: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № 6353/6354 ქუთაისი -რიონი; № 682/681 ქუთაისი- ბათუმი; № 684/683 ქუთაისი-ბათუმი; № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი; №618/617 თბილისი – ბორჯომი; №685 ბორჯომი-თბილისი.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რეისები შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე აღდგება, მგზავრებს კი ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.


Print