ახალი ამბები
ქუთაისში 57 609 აბონენტს წყალი არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში 57 609 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, ფარცხანაყანევის საცავ ნაგებობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც, წყალმომარაგებაც შეწყდა. 

"ჩვენ და "ენერგო-პრო" ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ. წყლის მიწოდება 22:00 საათზე აღდგება",- განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში. 

ქუთაისში მესამე დღეა, ინტენსიურად თოვს. 













Print