ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის პირველ ნახევრამდე თოვა კვლავ შენარჩუნდება.
მისივე თქმით, 27 თებერვლის ბოლომდე სუსტი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, დღის საათებში 2-4 გრადუსი იქნება, ღამის კი 0, -2 გრადუსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 28 თებერვლიდან 1-2 მარტის ჩათვლით შედარებით გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. მოიმატებს 8-დან 10 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურაც. 

მისივე თქმით, ამავე პერიოდში, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა -6-დან -8 გრადუსამდე.
Print
თეგები: #ამინდი