ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა, დიდთოვლობის გამო რეისებს აუქმებს
FaceBook
საქართველოში უხვი ნალექისა და ყინვის მიზეზით, სარკინიგზო გზებზე შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.

გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი;

22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი;

23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი;

23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;

23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.

საქართველოში ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში თოვს და ძლიერი ყინვაა.
Print