ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში ქალი დაზიანებებით შეიყვანეს - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სახის, თავის, კიდურებისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. სავარაუდოდ, ის ნაცემია.

დაუზუსტებელი ინფორაციით, ქალზე სასულიერო პირმა იძალადა და მიატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა ქუთაისისა და იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა და კლინიკაში მიიყვანა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print