ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 17-18 თებერვალს, მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 13-14 გრადუსი დაფიქსირდება.

"19 თებერვლიდან მთელი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოსვლა. დაბლობში იწვიმებს, მთიან რაიონებში კი - მოთოვს. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ღამისა და დღის მაქსიმალური ტემპერატურა ერთმანეთს გაუტოლდება",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 21-22-23 თებერვალს, დაბლობ რაიონებში შესაძლოა ნალექი თოვლის სახით. 
Print
თეგები: #ამინდი