ახალი ამბები
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში, სოციალური პაკეტის მიმღები 185 000 ადამიანია - საქსტატი
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი იყო, ხოლო 67.3%- კაცი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1% - ომის მონაწილეები, 11.3% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%- სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1%- სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

მათივე ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5% თბილისშია, 15.9% იმერეთში, 12.1% აჭარის არ-ში, 9.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1%-ია. 






ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი.

მათივე ცნობით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღები 33.2 ათასია. 

რაც შეეხება საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8% ქალია, ხოლო 29.2% - კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, პენსიის მიმღებთა 30.5% თბილისშია, 15.6% - იმერეთში, 10.3%- სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2% - ქვემო ქართლში, 8.6% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%.
Print