ახალი ამბები
ქუთაისის სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდაჭერი აქციის 9 მონაწილის საქმეს დღეს განიხილავენ
FaceBook
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. 

მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან, 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აქციის 9 მონაწილეს შეუდგინა:

გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

შსს მათ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით, 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.


Print