"ქართული ოცნების" პარლამენტი, დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.
ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ
განაცხადა.
გაიზრდება ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისთვის, (მოქმედი
კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა).
წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა
საქმიანობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
განისაზღვრება.
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, აქამდე მხოლოდ ჯარიმით
ისჯებოდა, მდიანრაძის თქმით, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით. წინასწარი
ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში
არსებულ საჯარო სივრცეებში.
პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და
ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით
დაისჯება.
მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:
1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ
სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის,
ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და
შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა
მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და
ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო
პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა
მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები
განისაზღვრება
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები,
რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების
პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.
კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა
მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული
ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე
ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება
სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ
წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე
დანაშაულის კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე.
ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა
და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის,
არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს
კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე
იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ
გარემოებაზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი
ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო
მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე
ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის
გამკაცრების მიმართულებით" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის ცნობით, ეს ინიციატივები უკვე დაინიცირებულია
პარლამენტში. იგი პირობას დებს რომ ეს პროცესი (კანონის გამკაცრება)
გაგრძელდება.
უკვე 68-ე დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი
არჩევნების ჩატარების და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების
მოთხოვნით
მასალის გამოყენების პირობები