ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 


მისივე თქმით, დღეს, 3 თებერვალს, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსი დაფიქსირდება. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 4 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. 

მიმდინარე კვირაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი.  7-8 თებერვალს კი ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და შედარებით გამოიდარებს.
Print
თეგები: #ამინდი