ახალი ამბები
საქართველოში ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი.

გასული 5 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.


სპეციალისტები აღნიშნავენ,  რომ ბოლო წლებში მცირედით იკლებს ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, თუმცა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით (იმ ფონზე რომ მოსახლეობის რაოდენობაც იკლებს) მონაცემები არსებით გაუმჯობესებას არ აჩვენებს.

Print
თეგები: #შსს