ახალი ამბები
ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე
FaceBook
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა.

კვლევას ISET აწარმოებს.

კვლევის მიხედვით
, ფასები თვიურად 3.8%-ით, ხოლო წლიურად 8.4%-ით გაიზარდა.


"2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).

2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. 
Print