ახალი ამბები
2024 წელს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, აშშ და რუსეთია
FaceBook
2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში კი 69.9 პროცენტს წარმოადგენს. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.770 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (2.047 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.849 მლრდ აშშ დოლარი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.435 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 6.560 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი 16.874 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10.314 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.287 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ. აშშ დოლარი).


Print