ახალი ამბები
საქართველო დიდი ხანია დგას დემოგრაფიული ცვლილების რისკის წინაშე
FaceBook
საქართველო დიდი ხანია დგას 2 რისკის წინაშე, ესენია: დემოგრაფიული ცვლილება და კლიმატური ცვლილებები.


ამის შესახებ მთავრობის 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტში მიუთითებენ, რომ "2074 წლისთვის შესაძლებელია ყოველ 2-3 სამუშაო ასაკის ადამიანზე ერთი პენსიონერი მოდიოდეს," 

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, „დაბერების გამო“, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება.

"საქართველო ჯერ კიდევ სწრაფი ტემპით განიცდის მოსახლეობის მკვეთრ დაბერებას. ამჟამად, დაახლოებით ყოველ ოთხ შრომისუნარიან ადამიანზე 1 პენსიონერი მოდის, 2074 წლისთვის კი შესაძლოა, 1 პენსიონერი უკვე ორ-სამ სამუშაო ასაკის ადამიანზე მოდიოდეს, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შემცირდება.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იქნება 3 693 600 კაცი, 2026 წელს - 3 691 700 კაცი, ხოლო 2027 წელს უკვე 3 688 900 კაცამდე შემცირდება რიცხოვნობა. რაც შეეხება გასულ 2024 წელს, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წინა წელს 3 694 600 კაცი იყო.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა "ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027".
Print