გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე ინფორმაციით, უნალექო ამინდი 2 თებერვლამდე გაგრძელდება.
დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. 1
თებერვალს კი შესაძლოა მოიღრუბლოს და 12 გრადუსამდე დაიკლოს ჰაერის
ტემპერატურამ.
მასალის გამოყენების პირობები