ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეების წარმატება FEMO-ს საერთაშორისო ოლიმპიადაზე
FaceBook

საერთაშორისო ოლიმპიადაზე FEMO (Fizmat Elementary Math Olympiad) ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.


ონლაინ გამართულ მათემატიკის ოლიმპიადაზე ომარ აბდულლატიფმა 1-ლი ადგილი დაიკავა, სარა აბდულატიფმა მე-2 ადგილი, დაჩი ჭამიაშვილმა და ტაისია ლომთაძემ კი - მე-3 ადგილი.

ამასთან, დიპლომებით დაჯილდოვდნენ პირველი სკოლის მოსწავლეები: ნიკოლოზ თოდუა და ანასტასია ლაბარტყავა. 

მოსწავლეები ფინალში იასპარეზებენ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიადაში FEMO 18 ქვეყნის, 32 ქალაქის, 4500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

FEMO არის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადა I-V კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება და კარგი შესაძლებლობაა ადრეულ ასაკში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად.

 

Print