ახალი ამბები
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, ერთი თვის განმავლობაში, შეზღუდვები წესდება
FaceBook
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე 21 თებერვლამდე შეზღუდვები წესდება.
საუბარია ბაღდათი-კურორტი საირმის მონაკვეთზე (კმ32-კმ47.8), რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც გუშინ, 21 იანვარს დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი თვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება.

საგზაო დეპარტამენტის ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. 





Print