ახალი ამბები
Wizz Air-ი ქუთაისიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ოთხი მოქმედი მიმართულებით - ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი)  მიმართულებებზე.

ბილეთების საწყისი ფასი 39.99 ევროა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.

"როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს",- იტყობინება Wizz Air-ი.

2012 წლიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ის 25 მიმართულებით აკავშირებს საქართველოს 15 ქვეყანასთან.
Print