ახალი ამბები
ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე გაიმართა
FaceBook

17 იანვარს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ანრო ჯოჯახიძის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.


ქუთაისში, პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც 51 დღეა ხელახალ არჩევნებს მოთხოვენ და მერიის წინ იკრიბებიან,  მესხიშვილის თეატრთან გადაინაცვლეს. 

"მაშინ როდესაც ამდენი უკანონო პატიმარი გვყავს და ამდენი დღეა  ხალხი ქუჩაში დგას ასეთი კონცერტები არ უნდა იმართებოდეს. ეს არის მიუღებელი. ამიტომაც გადავწყვიტეთ  ცოტა დისკონფორტი შეგვექმნა",  - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.



საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 51-ე დღეა მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნების" მთავრობამ  განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პროევროპული აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე, ამ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას  მოითხოვენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე რეჟიმმა 500-მდე დემონსტრანტი დააკავა. მათგან, 51 პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

Print