ახალი ამბები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბნის ძველი დასახლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბრლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ დარგის სპეციალისტები და ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც შეაფასეს სიტუაცია და განსაზღვრეს პროცესის შემდგომი რისკები.

"ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მეწყერი არ წარმოადგენს საშიშროებას დასახლებული პუნქტისთვის. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ შესრულდა, ხოლო ტერიტორიაზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები",- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მეწყრული პროცესების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი პერიოდულად ჩატარდება.


Print