ახალი ამბები
უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

დანარჩენი საავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ნისლი და ქარბუქი. 

Print