ახალი ამბები
16 და 17 იანვარს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია ქარბუქი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ, ქვეყნის დაბლობში ტემპერატურა +3,+5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში +1+3 გრადუსამდე დაიწევს.
აღმოსავლეთ საქართველოში, 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +6,+8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ასევე იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი +5,+7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მაღალმთიან რეგიონებში თოვლთან ერთად მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშიც. აქ ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსამდე დაეცემა.
Print
თეგები: #ამინდი]