ახალი ამბები
2024 წელს, საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელი აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა.

მათივე ცნობით, წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი - 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).

კერძოდ, 2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა, შესრულდა 22,715 რეისი. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 3,693,942 მგზავრი, ⁠17,456 - რეისი).

რაც შეეხება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს, ის არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110 - რეისი).
Print