ახალი ამბები
"იფიცება საქართველო"- 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით, გამაფრთხილებელი გაფიცვა მოეწყობა
FaceBook
15 იანვარს, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ. 

გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით 15:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ: მოლარეები, ოპერატორები, მძღოლები, სტუდენტები, ხელოსნები, მზარეულები, კურიერები, ფერმერები, არქიტექტორები, პროფესორები. სტომატოლოგები, ფარმაცევტები, მასწავლებელი, კონსულტანტები და სხვა. 

"3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:
• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.

იმის მიუხედვად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო",- აღნიშნულია ღონისძიების ინფორმაციაში. 

გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა: ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროული აქციები 44-ე დღეა მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.




Print
თეგები: #გაფიცვა